არჩილ მუსელიანცი
მსჯავრდადებულისისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ხანძრით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით.
საქმის დეტალები
პროკურატურის ბრალდებით, არჩილ მუსელიანცმა პარლამენტის შენობის წინ ბოძებზე დამონტალებული სათვალთვალო კამერების კვების წყარო დააზიანა, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციის მონაწილეთა იდენტიფიკაციის თავიდან \u10d0საცილებლად. თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს, შემდგომ ბრალდება სისხლის სამართლებრივი დევნით შეცვალეს.
ადვოკატის თქმით, ხელისუფლებამ სცადა, იგი აღიარებასა და ოპოზიციური პარტიების მხილებაში აეძულებინა. როცა ფიზიკურმა ძალადობამ არ გაႭრა, ოჯახით დაემუქრნენ — მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არ ჰყავს. 534 ლარის ზიანისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დაცვის არგუმენტები
ბრალდებას არ ეთანხმება. მცდელობა, იძულებით აეღიარებინა დანაშაული და ოპოზიციური პარტიები ემხილა.
პროცედურული დარღვევები
აღიარების იძულების მიზნით ფიზიკური ძალადობა და მუქარა. 534 ლარის ზიანისთვის 4 წლიანი სასჯელი არაპროპორციულია.
პირადი ინფორმაცია
29 წლის ხელოსანი. აქვს წინასწარი ნასამართლობა. წინასწარი პატიმრობის პერიოდში ჩააბარა ეროვნული გამოცდები.