გია თოლორაია
წინასწარი პატიმრობასისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. 222-ე მუხლი — სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.
საქმის დეტალები
გია და მიხეილ თოლორაიები, მამა-შვილი, აფხაზეთიდან დევნილები არიან. გია თოლორაია, 66 წლის, პენსიონერია; მისი შვილი მიხეილი, 37 წლის, პატარა ბავშვის მამაა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მზარეულად მუშაობდა. არცერთს არ აქვს ნასამართლობა.
დაკავება მაღალი რისკის პოლიციური ოპერაციით განხორციელდა — შეიარაღებულმა სპეცრაზმმა სახლი შტურმით აიღო და მიხეილი პატარა ბავშვის თვალწინ შეკრეს. მისი უმუშევარი მეუღლე და ბავშვი დაკავების შემდეგ უმარჩენლოდ დარჩნენ.
პროცედურული დარღვევები
დაკავებისას არაპროპორციული ძალა გამოიყენეს — შეიარაღებულმა სპეცრაზმმა ხანდაზმული პენსიონერისა და მისი ოჯახის სახლი შტურმით აიღო.
პირადი ინფორმაცია
66 წლის პენსიონერი. აფხაზეთიდან დევნილი. მიხეილ თოლორაიას მამა, რომელიც ასევე დაკავებულია. ნასამართლობა არ აქვს.