ინსაფ ალიევი
მსჯავრდადებულითავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი — ჯგუფური ძალადობის მონაწილეობა. ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით — საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ჯგუფური ქმედებების ორგანიზება ან მასში აქტიური მონაწილეობა.
საქმის დეტალები
ინსაფ ალიევი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეა, ცხოვრობს ყარაჯალაში მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. ქართული არ იცის. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით აღმოჩნდა და აქციაში მონაწილეობა არ მიუღია. ამბობს, რომ წყლის ჭავლის მოხვედრის შემდეგ გაბრაზდა. პროკურატურამ ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, რომელზეც სავარაუდოდ შავი კაპიშონიანი მამაკაცი ქვას ისვრის. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა — ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ შეეძლო, ვინაიდან ენობრივი ბარიერის გამო სავარაუდო ჯგუფის წევრებთან კომუნიკაცია ვერ დაამყარებდა.
დაცვის არგუმენტები
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ვერ მიიღო ენობრივი ბარიერის გამო — სავარაუდო ჯგუფის წევრებთან კომუნიკაცია ვერ დაამყარებდა.
პირადი ინფორმაცია
აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს ყარაჯალაში მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. ქართული არ იცის.