ლაშა ჩხაიძე

წინასწარი პატიმრობა
ასაკი: 42დაკავების თარიღი: 1 დეკემბერი, 2024
Art. 187.1

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი — სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

საქმის დეტალები

42 წლის ლაშა ჩხაიძე პოლიციამ 2024 წლის დეკემბერში ქონების დაზიანების ბრალდებით დააკავა. მას ბრალი ედება სათვალთვალო კამერის დაზიანებაში, რომელიც მზიურში მდებარეობდა — აქციის ფაქტობრივი ადგილიდან შორს. ბრალდებას აღიარებს და აცხადებს, რომ იმ მომენტში ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ასევე ამტკიცებს, რომ აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს და მათში მონაწილეობა არ მიუღია.

პირადი ინფორმაცია

42 წლის, გურიიდან. მუშაობს მძღოლად ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტზე. ჰყავს შვილი, დედა და ძმა. განქორწინებულია. აქვს წინანდელი ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი ედო.

ძირითადი თარიღები

1 დეკემბერი, 2024
დააკავეს ქონების დაზიანების ბრალდებით