მზია ამაღლობელი
მსჯავრდადებულითავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლის პირველი ნაწილი — სამართალდამცავი თანამშრომელზე თავდასხმა. განაჩენის გამოტანისას ბრალდება გადააკვალიფიცირა 353-ე მუხლის პირველი ნაწილით — სამართალდამცავი თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა ან ძალადობა.
საქმის დეტალები
მზია ამაღლობელი არის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2025 წლის 11 იანვარს მან ბათუმის პოლიციის სამმართველოს შესასვლელთან მდებარე დამხმარე შენობის კედელზე მიაკრა სტიკერი წარწერით „საქართველო გაიფიცა“.
თავდაპირველად ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, გაათავისუფლეს, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი ბრალდებით ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვდენის შემდეგ. პროკურატურა მას „პოლიციელზე თავდასხმაში“ ადანაშაულებდა.
პატიმრობის პერიოდში მზიამ შიმშილობა გამოაცხადა, რაც 38 დღე გაგრძელდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. შიმშილობის 24-ე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს.
პირადი ინფორმაცია
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი. პატიმრობის პერიოდში 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა.
⚕ჯანმრთელობის მდგომარეობა
ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა პატიმრობის პერიოდში. შიმშილობის 24-ე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს.
⚠შიმშილობა
ეს პატიმარი შიმშილობის აქციას ატარებს ან ატარებდა.