ნიკა გვენცაძე

წინასწარი პატიმრობა
ასაკი: 50დაკავების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2025
Art. 225Art. 222

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი და 222-ე მუხლი.

საქმის დეტალები

50 წლის ნიკა გვენცაძე საპროტესტო აქციის შემდეგ ორი დღის თავზე სახლიდან დააკავეს. ვიდეოში ჩანს, როგორ სხვებთან ერთად ლითონის ბარიერს არხევდა, თუმცა ეზოში არასდროს შესულა. მისი ადვოკატის თქმით, ბრალდებები „მხოლოდ სახელებშეცვლილი კოპირებული ტექსტია.“ ბრალს არ აღიარებს.

დაცვის არგუმენტები

ჯგუფური ძალადობის ან ხელში ჩაგდების მცდელობის დამადასტურებელი ნათელი ვიდეომტკიცებულება არ არსებობს. ბრალდებები კოპირებულია.

პირადი ინფორმაცია

50 წლის, მარკეტინგის სპეციალისტი. ყოფილი მარკეტინგის მენეჯერი Geocell-ში. ასწავლიდა GIPA-ში.

ძირითადი თარიღები

6 ოქტომბერი, 2025
დააკავეს სახლში