რამაზ ჯორბენაძე

წინასწარი პატიმრობა
ასაკი: 40დაკავების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2025
Art. 225Art. 222

ბრალი ედება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი და 222-ე მუხლი.

საქმის დეტალები

40 წლის რამაზ ჯორბენაძეს წარსულში ავტოავარია გადატანია, რომლის დროსაც სასიცოცხლო თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა (თავის ქალის ნაწილი პლასტმასით შეუცვალეს, 42-დღიანი კომა). ერთ მკლავში სრულად ლითონის იმპლანტი აქვს ჩადგმული, რაც ნაწილობრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს ხდის. იგი სრულიად ყრუ ხანდაზმული დედის ერთადერთი მომვლელია.

პირადი ინფორმაცია

40 წლის, წალკიდან. ხანდაზმული სრულიად ყრუ დედის (მეორე ჯგუფის შშმ პენსიონერი) ერთადერთი მომვლელი.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

სასიცოცხლო თავის ტვინის ოპერაცია თავის ქალის შეცვლით. მკლავში სრულად ლითონის იმპლანტი. ნაწილობრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე — დამოუკიდებლად ჩაცმა არ შეუძლია.

ძირითადი თარიღები

4 ოქტომბერი, 2025
დააკავეს